დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა მდინარაძე - მცირე მეწარმეებს ბიზნესის განვითარების აქამდე წარმოუდგენელი საშუალება მიეცემათ
ავტორი:
2018/თებერვალი/22 14:30:03
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/mdinaradze_4456b.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479653-mamuka-mdinaradze-mcire-metsarmeebs-biznesis-ganvitharebis-aqamde-tsarmoudgeneli-sashualeba-miecemath.html", "headline": "მამუკა მდინარაძე - მცირე მეწარმეებს ბიზნესის განვითარების აქამდე წარმოუდგენელი საშუალება მიეცემათ", "datePublished": "2018-02-22 10:22:01", "dateModified": "2018-02-22 10:22:01", "description": "პარლამენტი კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის მთავრობის უპრეცედენტოდ პოზიტიურ და მაშტაბურ ინიციატივას...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/mdinaradze_4456b.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტი კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის მთავრობის უპრეცედენტოდ პოზიტიურ და მაშტაბურ ინიციატივას მცირე მეწარმეებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, მას მხარს დაუჭერს, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის განკუთვნილ ახალ საგადასახადო ინიციატივას.

„ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობას, ნაკლებ ბიუროკრატიას, მოქალაქეების წახალისებას, დაიწყონ და აწარმოონ საკუთარი ბიზნესი ზედმეტი საგადასახადო ტვირთის გარეშე, ექნება ჩვენი მხარდაჭერა. სწორედ ასეთ ინიციატივასთან გვაქვს საქმე და ვინაიდან ხელისუფლება მიდის ასეთ მასშტაბურ რეფორმაზე, ვფიქრობ, შედეგებიც შესაბამისი იქნება. მარტივად რომ ვთქვათ, რეფორმის შედეგად ხალხში მეტი ფული გაჩნდება და მცირე მეწარმეებს ბიზნესის განვითარების აქამდე წარმოუდგენელი საშუალება მიეცემათ. ახლა მთავარია ამ ინფორმაციის თითოეულ მოქალაქემდე მიტანა, რათა მათ მაქსიმალურად შეძლონ ახალი ინიციატივის პოზიტიური შედეგებით სარგებლობა“, - განაცხადა მდინარაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 558
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია