დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფიქრია ჩიხრაძე - პრეზიდენტმა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ციტატაც რომ მოიყვანოს, უმრავლესობა იტყვის, რომ ეს არაა სწორი
ავტორი:
2018/თებერვალი/21 21:30:02
../photo/2015_02/0-00-MAISI-2016i/chixradze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479532-fiqria-chikhradze-prezidentma-rusthavelis-vefkhistyaosnidan-citatac-rom-moiyvanos-umravlesoba-ityvis-rom-es-araa-stsori.html", "headline": "ფიქრია ჩიხრაძე - პრეზიდენტმა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ციტატაც რომ მოიყვანოს, უმრავლესობა იტყვის...", "datePublished": "2018-02-21 17:40:01", "dateModified": "2018-02-21 17:40:01", "description": "პრეზიდენტმა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ციტატაც რომ მოიყვანოს, უმრავლესობა იტყვის, რომ ეს არაა სწო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-MAISI-2016i/chixradze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრეზიდენტმა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ციტატაც რომ მოიყვანოს, უმრავლესობა იტყვის, რომ ეს არაა სწორი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა.

„შეჩვეული ვართ და სამწუხაროდ, ასეა, რომ პრეზიდენტმა რაც არ უნდა თქვას, რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ სრულიად სწორად ციტატაც რომ მოიყვანოს, უმრავლესობა იტყვის, რომ ეს არაა სწორი და ყველანაირად შეეცდებიან ამას გვერდი აუაროს. ასეთი სამწუხარო რეალობა შეიქმნა და ბევრმა სხვა ვეტომ ეს დაადასტურა, თუმცა, ჩვენ ეს ვეტო ერთგვარად იმისთვისაც გამოვიყენეთ, რომ პირველად შეგვექმნა სივრცე დიალოგის გამართვისთვის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებაში დიდ ვნებათაღელვას იწვევს. ის შეხვედრები, რომლებიც მედიით შუქდებოდა და რომელშიც მედიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მოწმობდა, რომ ამ საკითხის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი იყო“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

პარლამენტმა 83 ხმით ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 539
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია