დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ანა ნაცვლიშვილი - რეგიონულ არხებს ყოფნა-არყოფნის საკითხი შეიძლება დაუდგეს
ავტორი:
2018/თებერვალი/21 15:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/nacvlishviliana.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479449-ana-nacvlishvili-regionul-arkhebs-yofna-aryofnis-sakithkhi-sheidzleba-daudges.html", "headline": "ანა ნაცვლიშვილი - რეგიონულ არხებს ყოფნა-არყოფნის საკითხი შეიძლება დაუდგეს", "datePublished": "2018-02-21 11:35:17", "dateModified": "2018-02-21 11:35:17", "description": "რეგიონულ არხებს ყოფნა-არყოფნის საკითხი შეიძლება დაუდგეს, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/nacvlishviliana.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } რეგიონულ არხებს ყოფნა-არყოფნის საკითხი შეიძლება დაუდგეს, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც „მაუწყებლის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ყველა მედიასაშუალების ხელმძღვანელი და განსაკუთრებით რეგიონული მედიასაშაულებების ხელმძღვანელები კონკრეტულ მაგალითებს ყვებოდნენ, როგორ წაართმევს მათ ეს რეგულაციები რეკლამას. ყველა ერთხმად ამბობს ერთსა და იმავეს. ეს გამოიწვევს იმას, რომ რეგიონულ არხებს ძალიან სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნებათ - ყოფნა-არყოფნის საკითხი შეიძლება დაუდგეს ბევრ მათგანს. მე თავად ვიყავი ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიაში ცოტა ხნის წინ და როდესაც დავამთავრე ინტერვიუ და დავემშვიდობე იქ მომუშავე ადამიანებს, მათ მითხრეს, რომ თუ ეს კანონპროექტი გადაიქცევა კანონად, სამწუხაროდ, ეს თქვენი ბოლო ინტერვიუ იქნება ჩვენთანო. მე ნამდვილად არ მინდა, ის ჩემი ბოლო ინტერვიუ იყოს, ისევე, როგორც დარწმუნებული ვარ, არც ერთ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს არ შეიძლება უნდოდეს რეგიონული არხების დასუსტება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 534
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია