დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს
ავტორი:
2018/თებერვალი/21 15:00:02
../photo/2015_02/00-1MAISI-2014/euto.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479442-parlamentis-mudmivmoqmedi-delegacia-venashi-euthos-saparlamento-asambleis-zamthris-sesiis-mushaobashi-monatsileobas-miighebs.html", "headline": "პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში მო...", "datePublished": "2018-02-21 11:03:06", "dateModified": "2018-02-21 11:03:06", "description": "22-23 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას უმასპინძლებს. ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-1MAISI-2014/euto.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } 22-23 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას უმასპინძლებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, რიგით მე-17 საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმში მონაწილეობას მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი მიიღებენ.

ეუთო-ს თავმჯდომარეობა იტალიამ გადაიბარა და საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო წლის თემას წარმოადგენს „პარლამენტის როლი ეუთო-ს ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობაში“.

სოფიო ქაცარავა მონაწილეობას მიიღებს საკომიტეტო და სასესიო მუშაობაში, სხდომებზე განხილული იქნება ეუთოს სივრცეში არსებული უსაფრთხოების, კონფლიქტის, ეკონომიკის, ადამიანის უფლებების საკითხები, ასევე დეზინფორმაცია როგორც დემოკრატიის კონსოლიდაციის საფრთხე, იარაღის კონტროლი: განიარაღება და გაუვრცელებლობა, ეუთოს ტერიტორიის გამოწვევები და კლიმატური კრიზისის დაძლევის მიზნით გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების საკითხები.

დელეგაციის ხელმძღვანელი, სოფიო ქაცარავა, როგორც ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიების და გარემოს დაცვითი კომიტეტის მომხსენებელი, აღნიშნული კომიტეტის სხდომაზე იმ მოხსენების კონცეფციას და ძირითად მიმართულებებს წარადგენს, რომლის განხილვაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ შეკრებაზე, 7-11 ივლისს ბერლინში გაიმართება. სოფიო ქაცარავა აგრეთვე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს საფრანგეთის, ლუქსემბურგის, ჰოლანდიის და დიდი ბრიტანეთის დელეგაციების ხელმძღვანელებთან.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 521
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია