დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით მათიკაშვილი - სააკაშვილი მაღალი არ არის, ის არის გრძელი და სიგრძით ამაყობს ის, რაზეც სააკაშვილი ასე გულმოდგინედ საუბრობდა
ავტორი:
2018/თებერვალი/21 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/matikashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479434-davith-mathikashvili-saakashvili-maghali-ar-aris-is-aris-grdzeli-da-sigrdzith-amayobs-is-razec-saakashvili-ase-gulmodgined-saubrobda.html", "headline": "დავით მათიკაშვილი - სააკაშვილი მაღალი არ არის, ის არის გრძელი და სიგრძით ამაყობს ის, რაზეც სააკაშვილ...", "datePublished": "2018-02-21 10:42:02", "dateModified": "2018-02-21 10:42:02", "description": "სააკაშვილს მინდა ვუთხრა, რომ ის არ არის მაღალი, ის არის გრძელი და სიგრძით ამაყობს ის, რაზედაც მიხეილ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/matikashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სააკაშვილს მინდა ვუთხრა, რომ ის არ არის მაღალი, ის არის გრძელი და სიგრძით ამაყობს ის, რაზედაც მიხეილ სააკაშვილი ასე გულმოდგინედ საუბრობდა გუშინდელ განცხადებებში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის გამოსვლა იყო სამარცხვინო და უღირსი.

„პირველ რიგში, სააკაშვილს მინდა ვუთხრა, რომ ის არ არის მაღალი, ის არის გრძელი და სიგრძით ამაყობს ის, რაზედაც მიხეილ სააკაშვილი ასე გულმოდგინედ საუბრობდა გუშინდელ განცხადებებში. კაცმა უნდა იამაყოს მაღალი რეპუტაციით, ღირსებით, ქალებთან ღირსეული დამოკიდებულებით, რისგანაც მიხეილ სააკაშვილი იყო და არის დაცლილი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც 6 წლის წინ ჩამოგვაცილა ის სირცხვილი, რასაც ერქვა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

საუბარია მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თეა წულუკიანის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა.

„მე ვფიქრობ, ყველამ დაინახა ამ ხალხის ტყუილები და თავისივე ტყუილებში და ხალხის მოტყუებაში, რა თქმა უნდა, მათ ბადალი არ ჰყავთ, მაგრამ კონკრეტულად ამ პიროვნებაზე ივანიშვილზე, მის ზოგიერთ მინისტრზე მე მახსენდება უინსტონ ჩერჩილი. ჩერჩილს ერთ-ერთ მიღებაზე მიეჭრა ოპონენტი პარტიის წარმომადგენელი ერთ-ერთი ქალბატონი და უთხრა: ბატონო პრემიერ-მინისტრო , თქვენ მთვრალი ხართ! რაზეც ჩერჩილმა ძალიან აუღელვებლად უპასუხა: „ქალბატონო, მე მართლაც მთვრალი ვარ, ძალიან, ძალიან მთვრალი ვარ და თქვენ მახინჯი ხართ, ძალიან, ძალიან მახინჯი ხართ! ოღონდ ხვალ დილას მე გამეღვიძება და უკვე ფხიზელი ვიქნები - ეს არის ჩემი პასუხი წულუკიანს. მინდა ვთქვა, რომ ივანიშვილი და წულუკიანი თავისი მასშტაბების გამო იქაც ვერ მომწვდნენ, სადაც მოწვდენა ჩემზე უნდოდა ივანიშვილს პატრონს პუტინს. იქამდეც ვერ მომწვდნენ ეს სუბიექტები და ვერც მომწვდებიან, მაგრამ მალე ქართველი ხალხი მიწვდება მათ ყველგან, სადაც საჭიროა და სათანადოდ აგებინებს პასუხს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 501
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია