დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით მათიკაშვილი - თუ გიორგი მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, ეს იქნება მისი კიდევ ერთი ფიასკო
ავტორი:
2018/თებერვალი/21 12:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/matikashvili_d16e4.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479400-davith-mathikashvili-thu-giorgi-margvelashvili-momaval-saprezidento-archevnebshi-monatsileobas-gadatsyvets-es-iqneba-misi-kidev-erthi-fiasko.html", "headline": "დავით მათიკაშვილი - თუ გიორგი მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს,...", "datePublished": "2018-02-21 08:43:29", "dateModified": "2018-02-21 08:43:29", "description": "სამწუხაროდ, პრეზიდენტი მარგინალურ ფიგურად ჩამოყალიბდა, რომელიც არ სცემს პატივს იმ ღირებულებებს, რომლ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/matikashvili_d16e4.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სამწუხაროდ, პრეზიდენტი მარგინალურ ფიგურად ჩამოყალიბდა, რომელიც არ სცემს პატივს იმ ღირებულებებს, რომლის გამოც ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. მათიკაშვილის შეფასებით ღიმილის მომგვრელია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე შიშებზე საუბარი.

„ჩემდა სამწუხაროდ, პრეზიდენტი მარგინალურ ფიგურად ჩამოყალიბდა, რომელიც არ სცემს პატივს იმ ღირებულებებს, რომლის გამოც ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. მთელი ეს პერიოდი სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას და შენებას მოანდომა ჩვენმა ხელისუფლებამ. ამ პროგრესს და ამ წარმატებას ხედავს მთელი მსოფლიო. ეს ყველაფერი არ უნდა დაინახოს მხოლოდ პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ. რაც შეეხება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, თუკი პრეზიდენტი გადაწყვეტს და მონაწილეობას მიიღებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, მე ვარწმუნებ მას, მის ადმინისტრაციას და საზოგადოებას, რომ ეს იქნება კიდევ ერთი ფიასკო გიორგი მარგველაშვილის, რომელსაც საზოგადოება დაინახავს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე თავდასხმა ხორცილდება იმ დროს, როდესაც მარგველაშვილი საზოგადოების სხვადასხვა ნაწილთან შეხვედრებს მართავს. მისი თქმით, ვისაც პრეზიდენტის საზოგადოებასთან შეხვედრა საარჩევნო კამპანია ჰგონია, ეს მისი პრობლემაა.

”უმრავლესობა განსაკუთრებით ამ დროს აქტიურდება. უმრავლესობის მთავარი პრობლემა არის ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ნერვიულობენ, რადგან კანდიდატები არ ჰყავთ, ვერ ახერხებს საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას. ჩემი აზრით, ვერც მოახერხებს გამომდინარე იქედან, რომ პოლიტიკური გუნდი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის წუთიდან ებრძოდა პრეზიდენტის ინსტიტუტს, გაუჭირდება, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელოს“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 605
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია