დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს ელჩი მერაბ ანთაძე მოლდოვას თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ავტორი:
2018/თებერვალი/21 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/antadze_bf295.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479382-saqarthvelos-elchi-merab-anthadze-moldovas-thavdacvis-ministrs-shekhvda.html", "headline": "საქართველოს ელჩი მერაბ ანთაძე მოლდოვას თავდაცვის მინისტრს შეხვდა", "datePublished": "2018-02-21 08:04:21", "dateModified": "2018-02-21 08:04:21", "description": "საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მერაბ ანთაძე მოლდოვას რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, ეუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/antadze_bf295.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მერაბ ანთაძე მოლდოვას რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, ეუჯენ სტურზას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მოლდოვას რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამხედრო სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და მათი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

მოლდოვას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით და საქართველოს ნაყოფიერი გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და მოლდოვას წინაშე არსებულ საერთო საფრთხეებს და იმ პრობლემებს, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია ქმნის აღნიშნული ქვეყნების ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შეხვედრაზე,ასევე განხილულ იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ ინიცირებული მაღალი დონის საპარლამენტო კონფერენციის შესახებ - „აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების მიმდინარე პრობლემები“, რომელიც 2018 წლის 2 მარტს კიშინეუში გაიმართება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 602
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია