დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი ხელისუფლების მხრიდან კონკრეტულ მედიასაშუალებებზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციას „სრულ აბსურდს“ უწოდებს
ავტორი:
2018/თებერვალი/21 10:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kvirikashvili1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479353-giorgi-kvirikashvili-khelisuflebis-mkhridan-konkretul-mediasashualebebze-zetsolis-shesakheb-informacias-srul-absurds-utsodebs.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი ხელისუფლების მხრიდან კონკრეტულ მედიასაშუალებებზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციას „სრ...", "datePublished": "2018-02-21 06:28:53", "dateModified": "2018-02-21 06:28:53", "description": "პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელისუფლების მხრიდან კონკრეტულ მედიასაშუალებებზე ზეწოლის შესახე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kvirikashvili1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელისუფლების მხრიდან კონკრეტულ მედიასაშუალებებზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციას „სრულ აბსურდს“ უწოდებს.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ხელისუფლების მხრიდან მედიასაშუალებებზე ზეწოლა გამორიცხულია, ისევე როგორც, გამორიცხულია საკუთარი ბიზნესი ვინმემ გამოიყენოს ხელისუფლების შანტაჟის იარაღად.

“მინდა, აუცილებლად გამოვეხმაურო იმ ძალიან არაჯანსაღ აჟიოტაჟს, რომელიც მედიასაშუალებებზე ე.წ ზეწოლას ეხება. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი ტიპის ბრალდებები სრული აბსურდია. გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი რამ ხდებოდეს. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ასევე გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკუთარი ბიზნესი ვინმემ გამოიყენოს ხელისუფლების შანტაჟის იარაღად და ჩვენ დავრწმუნდით, რომ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მთელი გუშინდელი საღამო მიეძღვნა ამ თემატიკას. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის გამორიცხული. ხელისუფლება, რომელმაც მოიტანა ის, რომ პრაქტიკულად დღეები სჭირდება ახალი ტელევიზიის დარეგისტრირებას და ფუნქციონირების დაწყებას, ნამდვილად ვერ მივიღებთ ამ ბრალდებებს. იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი მედია ჰქვია, ჩვენს ხელისუფლებაში ვერავინ შეეხება. გამორიცხულია, ასეთი რამ ხდებოდეს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 449
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია