დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოზარ სუბარი - მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ევროპაში საკუთარ ქმედებებს
ავტორი:
2018/თებერვალი/20 17:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/subari_77287.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479279-sozar-subari-mnishvnelovania-rom-saqarthvelos-thithoeuli-moqalaqe-didi-pasukhismgeblobith-moekidos-evropashi-sakuthar-qmedebebs.html", "headline": "სოზარ სუბარი - მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ევრო...", "datePublished": "2018-02-20 13:06:48", "dateModified": "2018-02-20 13:06:48", "description": "ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/subari_77287.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ევროპაში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის საკითხს საქართველო პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. სოზარ სუბარი გამოეხმაურა გერმანიის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას, რომელიც გერმანიაში ქართველების მიერ თავშესაფრის მოთხოვნას ეხება. მინისტრის თქმით, ამ პრობლემის განსახილველად და ერთობლივი ზომების დაგეგმვისთვის გერმანიში იმყოფება საქართველოს შს მინისტრის მოადგილე.

"მას არაერთი შეხვედრა ექნება სხვადასხვა მხარეში, რათა ერთობლივი ზომები დავგეგმოთ. თუმცა, ჩვენ თუ შევხედავთ მთლიანად სტატისტიკას საქართველოს რამდენი მოქალაქე ითხოვს თავშესაფარს და რამდენი სხვა ქვეყნების, ეს იქნება აღმოსავლეთის, აფრიკის თუ საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნები, ვნახავთ, რომ ჩვენი ციფრი არის ძალიან მოკრძალებული. ცხადია, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საქმეს, თუმცა ის, რომ ამან პრობლემა შექმნას ევროპაში, ცხადია ასე ვერ იქნება", - განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება ევროპაში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ჩადენილ კრიმინალურ დანაშაულს, სოზარ სუბარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ევროპაში საკუთარ ქმედებებს და ამისთვის ყველანაირი ზომა იქნება მიღებული.

"თითოეული მოქალაქე მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თავის ქმედებას. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად და მიღებული იქნება ყველა ზომა, საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე, საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებაზე. თუმცა, მთავარი მაინც არის ის, რომ მოქალაქეებმა, ყველამ შევიგნოთ, რომ ჩვენი ქმედებით ვავნებთ მთელ ქვეყანას. ამ ფორმით წასული ადამიანი იქ ვერ დარჩება და საბოლოოდ, ვერანაირ თავშესაფარს მოიპოვებს. იმ დღიდან, რაც მათი დეპორტაცია მოხდება, პრაქტიკულად სამუდამოდ აეკრძალებათ საზღვრებიდან გასვლა და ავნებენ ქვეყანასაც და სხვა მოქალაქეებსაც. ამის გააზრება ვფიქრობ, ყველაზე საუკეთესო რამ არის", - განაცხადა სუბარმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 560
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია