დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კოვზანაძე - საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმაა ჩვენი ქვეყნისთვის და ის აუცილებლად უნდა განხორციელდეს
ავტორი:
2018/თებერვალი/19 22:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/kovzanadze_74ea7.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479126-irakli-kovzanadze-sapensio-reforma-erth-erthi-umnishvnelovanesi-reformaa-chveni-qveynisthvis-da-is-aucileblad-unda-gankhorcieldes.html", "headline": "ირაკლი კოვზანაძე - საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმაა ჩვენი ქვეყნისთვის და ის აუცილ...", "datePublished": "2018-02-19 17:54:37", "dateModified": "2018-02-19 17:54:37", "description": "მიმაჩნია, რომ საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმაა ჩვენი ქვეყნისთვის და ის აუცილებლად...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/kovzanadze_74ea7.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მიმაჩნია, რომ საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმაა ჩვენი ქვეყნისთვის და ის აუცილებლად უნდა განხორციელდეს, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას.

მისი თქმით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს აქვს გარკვეული შენიშვნები, რომელიც გადაეგზავნება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს. კოვზანაძის აზრით, მათი გათვალისწინება აუცილებლად უნდა მოხდეს როგორც წამყვანი კომიტეტის, ასევე მთავრობის მხრიდან, რათა კანონპროექტი დაიხვეწოს და საბოლოოდ სრულფასოვანი კანონი მივიღოთ.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, შენიშვნები არსებობს საპენსიო აქტივების მართვასთან და საპენსიო ფონდის განთავსებასა და რეგულირებასთან დაკავშირებით. „მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით ერთად უნდა ვიმუშაოთ პარლამენტმა, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა. ასევე მნიშვნელოვანია დაზუსტდეს, საპენსიო ფონდის ხარჯები. ეს ნაწილია იმ შენიშვნებისა, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოამზადა და რომლის გათვალისწინებაც, ვფიქრობ, დაეხმარება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტის დახვეწას“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 536
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია