დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაზა ხუციშვილი - უფრო მაღალი ალბათობაა, რომ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
ავტორი:
2018/თებერვალი/19 12:00:01
../photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/xucishvili-zaza_8734a.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478990-zaza-khucishvili-ufro-maghali-albathobaa-rom-parlamenti-prezidentis-vetos-dadzlevs.html", "headline": "ზაზა ხუციშვილი - უფრო მაღალი ალბათობაა, რომ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს", "datePublished": "2018-02-19 08:07:32", "dateModified": "2018-02-19 08:07:32", "description": "უფრო მაღალი ალბათობა არის იმისა, რომ ვეტო იქნება დაძლეული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/xucishvili-zaza_8734a.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } უფრო მაღალი ალბათობა არის იმისა, რომ ვეტო იქნება დაძლეული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა ხუციშვილმა განაცხადა.

ხუციშვილი „მაუწყებელობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთულია.

“წამყვანმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა თავის დროზე კანონპროექტს, პროზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში სხვა პრობლემა იყო ასახული და არა ის, რასაც კომიტეტმა დაუჭირა მხარი, ანუ საკითხი ეხებოდა ერთი მხრივ, შესყიდვებს და მეორე მხრივ, სტარტაპებს. მე ვფიქრობ, რომ გამომდინარე დეპუტატების განწყობიდან, იმის გათვალისწინებით, რომ კანონი გავიდა მესამე მოსმენის დროს და მხარი დაუჭირეს დეპუტატებმა, უფრო მაღალი ალბათობაა, რომ ვეტო იქნება დაძლეული. მე ჯერ არაფერს ვაპირებ. კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები, ბევრს ვფიქრობ და ერთ-ერთი რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა ჩემთვის“, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს უყრის კენჭს. უმრავლესობა დღეს ვეტოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 575
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია