დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო შეხვედრა გაიხსნა
ავტორი:
2018/თებერვალი/18 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/sammxrivikomisia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478902-socialuri-partniorobis-sammkhrivi-komisiis-strategiuli-dagegmarebis-samushao-shekhvedra-gaikhsna.html", "headline": "სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო შეხვედრა გაიხსნა ", "datePublished": "2018-02-18 10:28:01", "dateModified": "2018-02-18 10:28:01", "description": "სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო შეხვედრა გაიხსნა. როგორც ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/sammxrivikomisia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო შეხვედრა გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე მინისტრმა დავით სერგეენკომ ყურადღება გაამახვილა შრომის უსაფრთხოების საკითხების ფინალიზაციისთვის სამუშაო შეხვედრის მნიშვნელობაზე. მხარეებმა გასული ორი წლის სამოქმედო გეგმა შეაფასეს. გეგმის ფარგლებში, შრომის ინსპექციის, სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, საპენსიო რეფორმის, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების, ევროპის სოციალური ქარტიის არარატიფიცირებული მუხლების/პუნქტების რატიფიცირების, საინვესტიციო პოლიტიკისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილებოდა.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ კითხვარის საფუძველზე მომზადებული პრეზენტაციაც წარადგინა. მიმდინარე წლის რიგით პირველ სამუშაო შეხვედრაზე, კომისიის მიერ 2018-2019 წლებში განსახილველ საკითხთა ნუსხა განისაზღვრა.

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო შეხვედრა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უფროსი ტექნიკური მრჩეველი ჟოლტ დუდასი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 553
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია