დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძე ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრ ინე ერიქსენ სორეიდეს შეხვდა
ავტორი:
2018/თებერვალი/18 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/janelidzesoreidesi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478882-mikheil-janelidze-norvegiis-sagareo-saqmetha-ministr-ine-eriqsen-soreides-shekhvda.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრ ინე ერიქსენ სორეიდეს შეხვდა ", "datePublished": "2018-02-18 07:40:08", "dateModified": "2018-02-18 07:40:08", "description": "საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ნორვეგიის საგა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/janelidzesoreidesi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრ ინე ერიქსენ სორეიდეს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ნორვეგიის წარმატებულ თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ურთიერობების კიდევ უფრო განვითარებას და იმ დიდი პოტენციალის სრულად გამოყენებას, რაც ამ მიმართულებით არსებობს.

ნორვეგიამ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა გამოხატა და მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებული მიზნების განხორციელებაში დახმარება გაუწიოს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმღვანელმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში განხორცილებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, ქვეყნის ეკონომიური განვითარების და ამ მხრივ არსებული შესაძლებლობების შესახებ. გამოითქვა დაინტერესება ნორვეგიელი ბიზნეს წრეებისთვის საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობების უკეთ გაცნობის.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ხალხთაშორისი კომუნიკაციების განვითარების მნიშვნელობას, საქართველოს ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით ხაზი გაესვა ტურიზმის სფეროში ურთიერთობების განვითარების მზარდ შესაძლებლობებს. განსაკუთრებით დადებითად შეფასდა საქართველოსა და ნორვეგიის თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, რისი გამოხატულებაც იყო გასულ წელს თავდაცვის მინისტრის რანგში ინე ერიქსენ სორეიდესის ვიზიტი საქართველოში.

შეხვედრაზე საუბარი შეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და რუსეთის აგრესიას. ნორვეგიამ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 582
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია