გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/ildimitildimirikvirika.jpg
{
"@context": "http://schema.org",
"@type": "NewsArticle",
"mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478837-giorgi-kvirikashvili-saqarthvelo-thurqethis-strategiuli-thanamshromlobis-sabtcos-skhdomashi-miighebs-monatsileobas.html",
"headline": "გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეო...",
"datePublished": "2018-02-17 14:38:17",
"dateModified": "2018-02-17 14:38:17",
"description": "საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშ...",
"author": {
"@type": "Person",
"name": "Maka Chaganava"
},
"publisher": {
"@type": "Organization",
"name": "IPN",
"logo": {
"@type": "ImageObject",
"url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png",
"width": 194
}
},
"image": {
"@type": "ImageObject",
"url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/ildimitildimirikvirika.jpg",
"height": 470,
"width": 246
}
}
{
"@context":"http://schema.org",
"@type":"Organization",
"name":"IPN",
"logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png",
"url":"http://www.interpressnews.ge/ge/",
"sameAs":
[
"https://www.facebook.com/ipnge"
]
}
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც
თურქეთში 2018 წლის პირველ ნახევარში გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ძალიან კარგი დინამიკა, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მომავალი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას.
„ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებში თანამშრომლობაზე. ამ კონტექსტში აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. თურქულმა მხარემ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.
წყარო:
interpressnews.ge