დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო და გერმანული კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო
ავტორი:
2018/თებერვალი/17 10:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kvirikashvili_25cd2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478777-giorgi-kvirikashvilma-saerthashoriso-da-germanuli-kompaniebis-tsarmomadgenlebs-saqarthvelos-sainvesticio-shesadzleblobebi-gaacno.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო და გერმანული კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო ...", "datePublished": "2018-02-17 06:02:05", "dateModified": "2018-02-17 06:02:05", "description": "საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მსხვილი საერთაშორისო და გერმანული კომპანიების წარ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kvirikashvili_25cd2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მსხვილი საერთაშორისო და გერმანული კომპანიების წარმომადგენლებს, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და განხორციელებული რეფორმები გააცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, კვირიკაშვილი მსხვილი საერთაშორისო და გერმანული კომპანიების წარმომადგენლებს, მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში, ოფიციალურ ვახშამზე შეხვდა.

მთავრობის მეთაური საერთაშორისო ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საქართველოს რეგიონულ ეკონომიკურ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალსა და მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე ესაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ევროკავშირის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის, დსთ-სა და მეზობელი სახელმწიფოების გარდა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული ჩინეთთან და მუშაობს ასეთივე ხელშეკრულების გაფორმებაზე ინდოეთთან.

პრემიერ-მინისტრმა მსხვილი გერმანული და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები საქართველოში მიიწვია, რათა ისინი პირადად გაეცნონ შესაძლებლობებს, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს.

ოფიციალურ ვახშამს 30-ზე მეტი წამყვანი კომპანიის წარმომადენელი ესწრებოდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 519
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია