დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი თარგამაძე ჭიათურის მოსახლეობას შეხვდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/11 16:00:03
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი თარგამაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს რეგიონებში განაგრძობს.
ქდმ-ის ინფორმაციით, დღეს, გიორგი თარგამაძე ჭიათურის ამომრჩეველს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. საუბარი იყო დასაქმებაზე, სოციალურ პრობლემებზე, ჯანდაცვაზე, მაღაროელთა შრომით პირობებზე. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ რეგრესის პენსიონერებიც.
პრეზიდენტობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის ის პუნქტები გააცნო, რომლებიც კონკრეტულად ჭიათურაში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ეხება. გიორგი თარგამაძემ ასევე სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, რეგრესის პენსიონერებთან დაკავშირებით მთავრობა აქტიური უნდა იყოს. აუცილებელია შემუშავდეს დავალიანების გადახდის გრაფიკი და ამ დავალიანების გადახდა ეტაპობრივად დაიწყოს.
საუბარი ასევე შეეხო მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და განვითარების აუცილებლობას. განიხილეს "ქრისტიან-დემოკრატების" გეგმა, რაც პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ ქართული ენერგეტიკული რესურსები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უნდა მოხმარდეს და ენერგეტიკული სექტორი მთლიანად უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ მონოპოლიზებული, სატარიფო პოლიტიკა უნდა იყოს მორგებული ბიზნესის განვითარებაზე.
როგორც გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ტრადიციებით ევროპისკენ სვლა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, თავისუფალი საზოგადოების მშენებლობისა და უსაფრთხოების ქოლგის გაჩენასთან ერთად სოციალური და შრომითი სტანდარტების ევროპულ სტანდარტებთან მისადაგებას გულისხმობს.
"ამ მხრივ, ჭიათურელი მაღაროელების, თუ ასიათასობით სოფლად მცხოვრები, დაუსაქმებელი ადამიანის მდგომარეობა მეტად მძიმეა. ტრადიციებით ევროპისკენ სვლა ნიშნავს იმ უფსრკულის ამოვსებას, რომელიც ქალაქად და სოფლად ოჯახების ცხოვრების დონეებს შორის განსხვავების სახით არსებობს. სწორედ ევროპაა მაგალითი აქტიური რეგიონალური პოლიტიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების, სადაც ეკონომიკა და შემოსავლები ისეა გადანაწილებული, რომ მოსახლეობის უმეტესობა დიდი ქალაქებიდან რეგიონალურ ცენტრებსა თუ სოფლებში ესწრაფვის ცხოვრებას. სოფლად საოჯახო მეურნეობების თუ ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ეს ევროპული მიდგომა არის კიდეც ქრისტიან-დემოკრატიული პროგრამის სამოდელო მაგალითი, რომლის ამუშავების შედეგიც იქნება ის, რომ საქართველოში სოფლად და ქალაქად ცხოვრების დონე ინფრასტრუქტურული და სხა თვალსაზრისით არ იქნება იმდენად განსხვავებული როგორიც დღეს არის", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 993
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია