დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ზარქუა - გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კომპანიის შესარჩევად თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი ფაქტობრივად ჩაატარა
ავტორი:
2018/თებერვალი/16 11:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/zarqua.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478548-irakli-zarqua-gudiashvilis-moednis-sareabilitacio-samushaoebisthvis-kompaniis-shesarchevad-thbilisis-municipaluri-ganvitharebis-fondma-tenderi-faqtobrivad-chaatara.html", "headline": "ირაკლი ზარქუა - გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კომპანიის შესარჩევად თბილისის მუნ...", "datePublished": "2018-02-16 07:42:45", "dateModified": "2018-02-16 07:42:45", "description": "გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კომპანიის შესარჩევად თბილისის მუნიციპალური განვით...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/zarqua.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კომპანიის შესარჩევად თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი ფაქტობრივად ჩაატარა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე.

ირაკლი ზარქუას თქმით, ძველი თბილისის რეაბილიტაცია სპეციფიური მიმართულებაა და ამ პროცესში ყველა სამშენებლო კომპანია ვერ მიიღებს მონაწილეობას.

მისივე განცხადებით, თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რომელიც ძველი თბილისის სარეაბილიტაციო პროექტებს ახორციელებს, ფაქტობრივად ტენდერი ჩაატარა, რომელშიც დაახლოებით 4 კომპანია მონაწილეობდა. მისი თქმით, მათ წარმოადგინეს სამუშაოებისთვის საკუთარი ხარჯთაღრიცხვა, მოხდა ფასების ექსპერტიზა, შესაბამისობის დადგენა და ამის შემდეგ მოხდება კომპანიის შერჩევა.
ზარქუამ ვერ დაასახელა, რომელი კომპანიები მონაწილეობდნენ და რომელი მათგანი იქნა მიჩნეული საუკეთესოდ.

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით მერიაში განცხადება გაკეთდება.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებს, ხელი არ მოაწეროს დედაქალაქის მერიის განკარგულების პროექტს, რომლითაც გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია ერთ პირთან მოლაპარაკების გზით უნდა განხორციელდეს. როგორც ხაბეიშვილმა განმარტა, საუბარია 50 მილიონ ლარზე, რომლის განკარგვას დედაქალაქის მერია ტენდერის გარეშე ითხოვს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 510
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია