დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძე მიუნხენში საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს
ავტორი:
2018/თებერვალი/16 11:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/janelidze_a6f7f.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478537-mikheil-janelidze-miunkhenshi-saerthashoriso-usafrthkhoebis-konferenciis-farglebshi-ormkhriv-shekhvedrebs-gamarthavs.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე მიუნხენში საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართ...", "datePublished": "2018-02-16 07:09:53", "dateModified": "2018-02-16 07:09:53", "description": "საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, 16-18 თებერვალს მიუნ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/janelidze_a6f7f.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, 16-18 თებერვალს მიუნხენს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს 54-ე საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დელეგაციის შემადგენლობაშია საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

კონფერენციის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, მათ შორის იაპონიის, იტალიის, ნორვეგიის, მოლდოვას, ლიხტენშტეინის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვედრებს გამართავს ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტთან, აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილესთან, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერალური კანცლერის მრჩეველთან, ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და ასევე საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან.

საქართველოს ვიცე-პრემიერი ასევე მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პოპულარიზაციის კუთხით ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად სიტყვით მიმართავს მოწვეულ აუდიტორიას.
მიუნხენში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 548
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია