დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიმიტრი ქუმსიშვილი - სამხრეთკავკასიური მილსადენის გაფართოებას ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
ავტორი:
2018/თებერვალი/16 09:00:03
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/qumsishvili1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478512-dimitri-qumsishvili-samkhrethkavkasiuri-milsadenis-gafarthoebas-chveni-qveynis-energousafrthkhoebisthvis-didi-mnishvneloba-aqvs.html", "headline": "დიმიტრი ქუმსიშვილი - სამხრეთკავკასიური მილსადენის გაფართოებას ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის დ...", "datePublished": "2018-02-16 04:27:26", "dateModified": "2018-02-16 04:27:26", "description": "რეგიონისთვის სამხრეთი გაზის კორიდორის განვითარებას, ჩვენი ქვეყნისთვის კი სამხრეთ კავკასიური მილსადე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/qumsishvili1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } რეგიონისთვის სამხრეთი გაზის კორიდორის განვითარებას, ჩვენი ქვეყნისთვის კი სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოებას და „შაჰდენიზი 2“-ის დასრულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტისას განაცხადა, სადაც მონაწილეობა მიიღო სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალში.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, სარგებელი, რომელსაც აქედან საქართველო მიიღებს, არის ის, რომ გაზის მოცულობა, რომელიც დღეს გვაქვს, პრაქტიკულად გაორმაგდება. „დღეს თუ ჩვენ 800 მლნ. კუბურ მეტრ გაზზე გვაქვს გვაქვს წვდომა, 2022 წელს ამ გაზის მოცულობა მილიარდ ექვსას მილიონამდე გაიზრდება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაზე აისახება“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

აღნიშნულ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 621
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია