დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის იმპლემენტაციაზე ზედამხედველობას განაგრძობს
ავტორი:
2018/თებერვალი/15 22:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/beselia333.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478495-utsyebathashorisi-sakoordinacio-sabtco-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganathlebis-shesakheb-kanonis-implementacize-zedamkhedvelobas-ganagrdzobs.html", "headline": "უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის იმ...", "datePublished": "2018-02-15 17:48:35", "dateModified": "2018-02-15 17:48:35", "description": "იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებულმა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/beselia333.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებულმა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.

საბჭოს სხდომა გახსნა და შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მიმართა.

”უნიკალური რეფორმა 2016 წელს დაიწყო და მისი სრული განხორციელება 2020 წელს უნდა დასრულდეს. ჩვენი საბჭოს ფუნქცია ამ რეფორმაზე ზედამხედველობა და ხელშეწყობაა, იმისთვის, რომ რეფორმა არ შეფერხდეს და სადაც სირთულეები და გამოწვევები იქნება, მოინახოს გადაწყვეტის გზები“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა საქართველოში ლაილა ომარ გადმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა.

„საბჭოს დაარსებიდან დღემდე, ბევრი რამ გაკეთდა კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განსახორცილებლად, ასევე იმისთვის, რომ ის ბარიერები, რაც ამ კუთხით არსებობს, იდენტიფიცირებული იყოს და გადაწყვეტილებები მიღებული“,-განაცხადა ლაილა ომარ გადმა.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ისაუბრა ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე და არსებულ გამოწვევებზე.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა.

„მასშტაბური და კომპლექსური რეფორმა, რომელიც ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის სფეროში დაიწყო და რომლის დანერგვაც ეტაპობრივად მიმდინარეობს, ნადვილად მოითხოვს ისეთი მაღალი დონის მხარდაჭერას, კოორდინაციას და ზედამხედველობას, რასაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ახორციელებს“,-აღნიშნა ლია გიგაურმა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომაზე წარდგენილი იყო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ანგარიში და ინფორმაცია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით.

შეხვედრის მონაწილეებმა რეფორმის განხორციელების პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლების მხრიდან მოისმინეს ინფორმაცია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის გარდამავალი დებულებების აღსრულების მდგომარეობისა და შესასრულებელი ვალდებულებების შესახებ.

სხდომის მონაწილეები „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის იმპლემენტაციის 2018-2020 წლების სტრატეგიაზე სხვადასხვა უწყებების მოსაზრებებს გაეცნენ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები საბჭოს მომავალ აქტივობებზე შეთანხმდნენ. საბჭოს მორიგი შეხვედრა მარტში გაიმართება.

”2016 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, რის საფუძველზეც საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმა დაიწყო. მისი მიზანია საქართველოში ყველა ბავშვისთვის სკოლამდელი მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდა, თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და ხარისხის გაუმჯობესება.

ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან, 2017 წელს შეიქმნა”, - ნათქვამია პარლამენტის ინფორმაციაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 634
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია