დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კოვზანაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იოჰანეს დუმას შეხვდა
ავტორი:
2018/თებერვალი/15 20:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kovzanadzeduma.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478484-irakli-kovzanadze-niderlandebis-samefos-sagangebo-da-sruluflebian-elchs-iohanes-dumas-shekhvda.html", "headline": "ირაკლი კოვზანაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იოჰანეს დუმას შეხვდა", "datePublished": "2018-02-15 16:11:26", "dateModified": "2018-02-15 16:11:26", "description": "საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kovzanadzeduma.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იოჰანეს დუმას შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს საბიუჯეტო და საფინანსო სექტორში არსებულ მდგომარეობას შეეხო.

ასევე ისაუბრეს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე და მონიტორინგის პროცესზე, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო ინსტიტუტების: ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის მიმართულებით პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად ახორციელებს.

ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარისგან მიიღო ინფორმაცია ინფლაციასთან, მონეტარულ და საგადასახადო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გაიმართა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი შეხვედრები პერმანენტული იქნება. ნიდერლანდები საქართველოს მნიშვნელოვანი ინვესტორია და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო და კომერციულ საფინანსო ინსტიტუტებს მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს“,-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კოვზანაძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 588
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია