დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გოჩა ენუქიძე - ეს რეფორმა ეკონომიკურ პროცესში მეტი ადამიანის ჩართვას, მცირე ბიზნესის წახალისებას და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს
ავტორი:
2018/თებერვალი/15 19:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/enuqidzegocha.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478478-gocha-enuqidze-es-reforma-ekonomikur-processhi-meti-adamianis-charthvas-mcire-biznesis-tsakhalisebas-da-dasaqmebultha-raodenobis-zrdas-sheutsyobs-khels.html", "headline": "გოჩა ენუქიძე - ეს რეფორმა ეკონომიკურ პროცესში მეტი ადამიანის ჩართვას, მცირე ბიზნესის წახალისებას და ...", "datePublished": "2018-02-15 15:10:30", "dateModified": "2018-02-15 15:10:30", "description": "მცირე ბიზნესის განვითარებისთვის მთავრობის ახალი ინიციატივა დიდი სტიმულია, - განაცხადა ფრაქცია „ქართუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/enuqidzegocha.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მცირე ბიზნესის განვითარებისთვის მთავრობის ახალი ინიციატივა დიდი სტიმულია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარემ გოჩა ენუქიძემ.

მისი თქმით, საერთო წლიური შემოსავლის დაბეგვრა 5%-ის ნაცვლად 1%-ით მოხდება, ხოლო საწარმოო ბრუნვის ლიმიტი 500 000 ლარამდე იზრდება. ენუქიძის აზრით, ეს რეფორმა ეკონომიკურ პროცესში მეტი ადამიანის ჩართვას, მცირე ბიზნესის წახალისებას და დასაქმებულთა ზრდას შეუწყობს ხელს.

მისი განცხადებით, ცვლილების საფუძველზე საწარმოებს საშუალება მიეცემათ, განავითარონ მათი წარმოება და გახდნენ კონკურენტუნარიანები საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ბაზარზე. „საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარება მხოლოდ სამეწარმეო სფეროს განვითარებით არის შესაძლებელი, რადგან ძლიერი ეკონომიკა ძლიერ მეწარმეებზე დგას. ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ კი, მცირე მეწარმეთათვის საგადასახდო ტვირთის შემსუბუქების მნიშვნელოვან წინაპირობას, ერთხმად უჭერს მხარს“, - აღნიშნა გოჩა ენუქიძემ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 566
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია