დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დიმიტრი ქუმსიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
ავტორი:
2018/თებერვალი/15 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/qumsishvilialievi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478394-dimitri-qumsishvili-ilham-alievs-shekhvda.html", "headline": "დიმიტრი ქუმსიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა", "datePublished": "2018-02-15 09:44:10", "dateModified": "2018-02-15 09:44:10", "description": "საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/qumsishvilialievi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანში სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალში მონაწილეობს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს, მათ შორის ეკონომიკის სფეროში. დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის ტრადიციას უკვე რამდენიმესაუკუნოვანი ისტორია აქვს და სულ უფრო ვითარდება, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ასევე ქვეყანაში განხორციელებულ ინვესტიციებში მნიშვნელოვანი წილი სწორედ აზერბაიჯანიდან შემოსულ ინვესტიციებს უკავია. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებში, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, „სამხრეთის გაზის დერეფანი“, „ერთი გზა - ერთი სარტყელი“ და ა.შ.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში და ამ მიმართულებით არსებულ პერსპექტივებს.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ 2018 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავი აღინიშნება, მან ილჰამ ალიევს ეს მნიშვნელოვანი დღესასწაული მიულოცა. 2018 წელს ასევე დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავს საქართველო, 26 მაისს საზეიმო ცერემონიაზე მოწვეულია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 568
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია