დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიგლა ბარამიძე - ხელისუფლებაში ყოფნის და სახელმწიფოს მართვის ყველაზე დიდი გამოცდილება სწორედ ნინო ბურჯანაძეს აქვს
ავტორი:
2018/თებერვალი/14 15:30:02
../photo/2015_02/0/gigla-baramidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478217-gigla-baramidze-khelisuflebashi-yofnis-da-sakhelmtsifos-marthvis-yvelaze-didi-gamocdileba-stsored-nino-burjanadzes-aqvs.html", "headline": "გიგლა ბარამიძე - ხელისუფლებაში ყოფნის და სახელმწიფოს მართვის ყველაზე დიდი გამოცდილება სწორედ ნინო ბუ...", "datePublished": "2018-02-14 11:39:31", "dateModified": "2018-02-14 11:39:31", "description": "ხელისუფლებაში ყოფნის და სახელმწიფოს მართვის ყველაზე დიდი გამოცდილება სწორედ ნინო ბურჯანაძეს აქვს, ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0/gigla-baramidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ხელისუფლებაში ყოფნის და სახელმწიფოს მართვის ყველაზე დიდი გამოცდილება სწორედ ნინო ბურჯანაძეს აქვს, - ამის შესახებ ”დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრორუსები, პროამერიკელები თუ პროჩინელები ის ხალხია, ვინც სწორედ ბურჯანაძისკენ იშვერს ხელს.

”ამ პარტიებისთვის, როგორც ჩანს, პრობლემა ამ მექრთამე და არაფრისმაქნისი ხელისუფლების მოშორება არ არის. ერთიანობის იდეა ლიდერთა საბჭოს ეკუთვნის. საბჭოს ლიდერები ნამდვილად შეთანხმდებიან ერთიან კანდიდატზე. მე ასეთად რა თქმა უნდა, ნინო ბურჯანაძეს მივიჩნევ, რადგან ხელისუფლებაში ყოფნის და სახელმწიფოს მართვის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, სწორედ ნინო ბურჯანაძეს. ოღონდ, ნურავინ დაიწყებს მის პრორუსულობაზე საუბარს. პრორუსები, პროამერიკელები თუ პროჩინელები ის ხალხია, ვინც სწორედ ბურჯანაძისკენ იშვერს ხელს. ვერ გავიგე, კონსტანტინე გამსახურდია ქვეყნის მტერია და პრორუსია თუ კი ბურჯანაძესთან ზის მოლაპარაკების მაგიდასთან, ხოლო გიგა ბოკერიაა ეროვნული და პროქართული? ან თუნდაც ზურაბ ჭიაბერაშვილი? მათ საერთოდ ეროვნული რამე თუ გააჩნიათ? ყელში ამოვიდა უკვე ეს უაზრო ბრალდებები. გვაჩვენონ დიმიტრი გელოვანი, რომელიც დააბრუნებს ტერიტორიებს, ქვეყანას დაუბრუნებს წართმეულ ღირსებას, ერთნაირად გაბედულად დაელაპარაკება რუსეთსაც, ამერიკასაც და მსოფლიოს ნებისმიერ ლიდერს, დაგვისახელონ ადამიანი, რომელიც ააღორძინებს ქვეყნის ეკონომიკას, შეამცირებს უმუშევართა რიცხვს, სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს და კი ბატონო, არ გვინდა ბურჯანაძის გაპრეზიდენტება. მაგრამ მე ასეთ დიმიტრი გელოვანებს ვერ ვხედავ ქართულ პოლიტიკაში და იმაზე საუბარი, რომ აპოლიტიკური პრეზიდენტი გვჭირდება, ეს საერთოდ უვიცობის გამოხატვაა", - აცხადებს გიგლა ბარამიძე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 569
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია