დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევა სიახლე არ არის - სიახლე იქნება, არსებითაც ჩაიხედოს სიღრმეებში და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს
ავტორი:
2018/თებერვალი/14 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/nacvlishvili_8b66c.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478213-ana-nacvlishvili-parlamentis-mier-vetos-dadzleva-siakhle-ar-aris-siakhle-iqneba-arsebithac-chaikhedos-sighrmeebshi-da-stsori-gadatsyvetileba-miighos.html", "headline": "ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევა სიახლე არ არის - სიახლე იქნება, არსებითაც ჩაიხედოს ...", "datePublished": "2018-02-14 11:08:36", "dateModified": "2018-02-14 11:08:36", "description": "ვინაიდან ეს არის პრეზიდენტის ვეტო, ვეტო არ იქნა გაზიარებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/nacvlishvili_8b66c.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ვინაიდან ეს არის პრეზიდენტის ვეტო, ვეტო არ იქნა გაზიარებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

“კომიტეტის სხდომაზე დავინახეთ, რომ კომიტეტი კვლავ არ უჭერს მხარს პარლამენტის მიერ მიღებულ და ხელმოსაწერად გადმოგზავნილ ვერსიას, ასევე არ ჰქონდა წინააღმდეგობა ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი არგუმენტაციის მიმართ, მაგრამ ვინაიდან ეს არის პრეზიდენტის ვეტო, ვეტო არ იქნა გაზიარებული. შემდგომი ეტაპი არის პლენარული სხდომა და იქ განხილვა. რა თქმა უნდა, ჩვენ იგივე პოზიცია და არგუმენტაცია გვექნება, რა არგუმენტაციითაც დღეს კომიტეტის წინაშე წარვსდექით. ვიცით, რომ პარლამენტს აქვს ვეტოს დაძლევის ფაქტობრივი შესაძლებლობა - ეს სიახლე არ არის, მაგრამ სიახლე იქნება, არსებითაც ჩაიხედოს სიღრმეებში და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის და ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის იქნება საუკეთესო. იმედს ვიტოვებ, რომ პარლამენტი შეძლებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას, იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტის ვეტო მათთვის რთულად მისაღებია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ანა ნაცვლიშვილმა.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ოთხმა წევრმა მხარი დაუჭირა, ოთხმა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა - კენჭისყრის ამ შედეგით კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კერძოდ, დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას კომიტეტის წევრთაგან სულ მცირე 8 ხმა სჭირდება (დამსწრეთა უმრავლესობა), თუმცა კენჭისყრის დროს ხმები ოთხი- ოთხზე გაიყო.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირეს: რომან კაკულიამ, კახა ოქრიაშვილმა, რევაზ არველაძემ და გენადი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის ვეტოს მხარი დაუჭირეს: რომან გოცირიძემ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, მამუკა ჩიქოვანმა და დავით ჭიჭინაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 537
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია