დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ანა ნაცვლიშვილი - მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილმა ცვლილებებმა, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და არსი
ავტორი:
2018/თებერვალი/14 12:30:07
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/nacvlishvili-1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478158-ana-nacvlishvili-mautsyeblobis-shesakheb-kanonshi-dagegmilma-cvlilebebma-sheidzleba-kithkhvis-nishnis-qvesh-daayenos-sazogadoebrivi-mautsyeblis-idea-da-arsi.html", "headline": "ანა ნაცვლიშვილი - მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილმა ცვლილებებმა, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ ...", "datePublished": "2018-02-14 08:29:59", "dateModified": "2018-02-14 08:29:59", "description": "საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, მაუწყებლობის შესახებ კანონშ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/nacvlishvili-1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილმა ცვლილებებმა შეიძლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და არსი. ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტთა პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

"დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ დამოუკიდებელი, ძლიერი და პროფესიონალური საზოგადოებრივი მაუწყებელი, ასევე, ძლიერი კომერციული მედიასაშუალებები. სამწუხაროდ, ეს კანონი ვერ მოაგვარებს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი დგას, პირიქით, ამ კანონმა შეიძლება საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დააყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და არსი. ამავე დროს, ეს კანონი ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის სხვა მედიასაშუალებებს, ასევე ქმნის კორუფციის რისკებს",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ კომიტეტში ყველა იმ პრობლემურ ასპექტა სიღრმისეულად განიხილავენ, რომელიც წარმოდგენილია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში და კომიტეტი მივა სწორ გადაწყვეტილებამდე - გაიზიარებს პრეზიდენტის ვეტოს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 710
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია