დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა არეშიძე - დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება ამ შეცდომას არ დაუშვებს და ჩაბუქის ექსტრადირება არ მოხდება
ავტორი:
2018/თებერვალი/13 21:30:02
../photo/2015_02/0-0DEKEMB-2015/areshidze_8bf27.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478082-mamuka-areshidze-dartsmunebuli-var-saqarthvelos-khelisufleba-am-shecdomas-ar-daushvebs-da-chabuqis-eqstradireba-ar-mokhdeba.html", "headline": "მამუკა არეშიძე - დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება ამ შეცდომას არ დაუშვებს და ჩაბუქის ექსტრა...", "datePublished": "2018-02-13 17:38:42", "dateModified": "2018-02-13 17:38:42", "description": "დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება ამ შეცდომას არ დაუშვებს და ჩაბუქის ექსტრადირება არ მოხდება...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0DEKEMB-2015/areshidze_8bf27.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება ამ შეცდომას არ დაუშვებს და ჩაბუქის ექსტრადირება არ მოხდება, - ამის შესახებ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური სასამართლო.

”ჩაბუქი არაფერშუაშია. სამართლდება მისი თანამდებობა, როგორც საგანმანთლებლო პროექტის ხელმძღვანელის. ჩაბუქი ეწირება იმ ვითარებას, რომელიც შეიქმნა ორ ძლიერ ფიგურას შორის თურქეთში - გიულენსა და ერდოღანს შორის. ეს ადამიანები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ახლა მიდის ტოტალური დევნა გიულენის მომხრეების. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა ციხეში მართლა კრიტიკულია, ზოგიერთის მდგომარეობა ცოტა უკეთესია. ჩაბუქი აბსოლუტურად უდანაშაულოა. მას ბრალად ედება ირიბად ტერორიზმში მონაწილეობა. ელჩი შეხვდა ქართველ ექსპერტებს, სადაც პირდაპირ ითქვა, რომ გიულენის ყველა მომხრე არის ტერორიზმში ეჭვმიტანილი. მაშინ ზაზა ფაჩულიაც ტერორიზმშია მონაწილე, მასაც ეს სკოლა აქვს დამთავრებული. სკოლის მასწავლებლების დიდი რაოდენობა გერმანიაში წავიდა”, - განაცხადა არეშიძემ.

მისივე თქმით, ძალიან სერიოზულია ზეწოლა თურქეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე ჩაბუქის ექსტრადირების მოთხოვნით, ისევე, როგორც სერიოზული ზეწოლაა ევროკავშირის მხრიდან, რომ არ მოხდეს ჩაბუქის ექსტრადირება.

”ვხედავ, რომ სასამართლო მიდის სწორი გზით, მტკიცებულებების მოპოვების გზით, რომ თუ არის ტერორიზმში - დაგვიმტკიცეთ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ შეცდომას არ დაუშვებს და ჩაბუქის ექსტრადირება არ მოხდება. არავითარი საფუძველი ჩაბუქის ტერორიზმში მონაწილეობის არ არსებობს”, - აღნიშნა არეშეიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 563
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია