დაისვენე კურორტ ახალდაბაში
„თავისუფალი საქართველო“ - აღსრულების პოლიცია მძიმე ავადმყოფის გამოსახლებას გეგმავს
ავტორი:
2018/თებერვალი/13 09:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/tavisufalisaqartvelo.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477923-thavisufali-saqarthvelo-aghsrulebis-policia-mdzime-avadmyofis-gamosakhlebas-gegmavs.html", "headline": "„თავისუფალი საქართველო“ - აღსრულების პოლიცია მძიმე ავადმყოფის გამოსახლებას გეგმავს ", "datePublished": "2018-02-13 04:40:16", "dateModified": "2018-02-13 04:40:16", "description": "„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, „აღსრულების პოლიცია დღეს მძიმე ავადმყოფის გამოსახლებას გეგმავს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/tavisufalisaqartvelo.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, „აღსრულების პოლიცია დღეს მძიმე ავადმყოფის გამოსახლებას გეგმავს“. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი, გიორგი ურდულაშვილმა 2014 წელს კერძო მევახშისგან 5000 აშშ დოლარი ისესხა და პროცენტის სახით, 3000 აშშ დოლარი გადაიხადა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო (დაუდგინდა გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადება) ოჯახმა დარჩენილი თანხის გადახდა ვეღარ შეძლო.

„მევახშემ მათი ერთადერთი საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში გადაიფორმა. ახლა კი ქონების დაბრუნების სანაცვლოდ, ოჯახისგან 20 000 აშშ დოლარის გადახდას ითხოვს. 13 თებერვალს, 12:00 საათზე, საგარეჯოში (ლეონიძის 12) დაგეგმილია ურდულაშვილების ოჯახის გამოსახლება. ოჯახში, მძიმედ ავადმყოფი გიორგი ურდულაშვილის გარდა, ცხოვრობს მარტოხელა დედა და მცირეწლოვანი ბავშვი. უკონტროლო სამევახშეო საქმიანობა წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის უმწვავეს პრობელემას, რომელიც აწუხებს ათობით ათას მოქალაქეს. მიგვაჩნია, რომ გამოსახლების ყოველი კონკრეტული შემთხვევა არ უნდა იქნას განხილული ერთი ოჯახის პრობლემის ჭრილში, არამედ ეს წარმოადგენს საფრთხეს მთელი საზოგადოებისთვის. ამდენად, მნიშვნელოვანია პრობლემის გადაწყვეტა მოხდეს სამოქალაქო სოლიდარობის და პერმანენტული პროტესტის გზით. „თავისუფალი საქართველო“ აღსრულების ადგილას ურდულაშვილების ოჯახის გამოსახლების შესაჩერებლად საპროტესტო აქციას გამართავს. მოვუწოდებთ საზოგადოებას, ნუ დარჩება გულგრილი უსამართლობის მიმართ და შეუერთდეს უკონტროლო სამევახშეო საქმიანობის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას“, - ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 574
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია