დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ეკა ბესელია - გამოძიებამ თუ ფაქტები უნდა დაადგინოს, ამისთვის საგამოძიებო ორგანოებს გაცილებით მეტი მექანიზმი და რესურსი აქვთ
ავტორი:
2018/თებერვალი/12 18:30:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/beselia_dd13e.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477863-eka-beselia-gamodziebam-thu-faqtebi-unda-daadginos-amisthvis-sagamodziebo-organoebs-gacilebith-meti-meqanizmi-da-resursi-aqvth.html", "headline": "ეკა ბესელია - გამოძიებამ თუ ფაქტები უნდა დაადგინოს, ამისთვის საგამოძიებო ორგანოებს გაცილებით მეტი მე...", "datePublished": "2018-02-12 14:40:42", "dateModified": "2018-02-12 14:40:42", "description": "გამოძიებამ თუ ფაქტები უნდა დაადგინოს, ამისთვის საგამოძიებო ორგანოებს გაცილებით მეტი მექანიზმი და რეს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/beselia_dd13e.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გამოძიებამ თუ ფაქტები უნდა დაადგინოს, ამისთვის საგამოძიებო ორგანოებს გაცილებით მეტი მექანიზმი და რესურსი აქვთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე განცხადებით, ასეთი თემების პოლიტიკურ ორგანოში გადმოტანა ყოველთვის უფრო მეტ პოლიტიზირებას აძლევს პროცესს. „მე, როგორც იურისტი, საკითხს ვუყურებ არა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში, არამედ სამართლებრივ ჭრილში რისი მიღება გვინდა? გვინდა, რომ გამოძიებამ დაადგინოს ფაქტები? გამოძიებამ თუ ფაქტები უნდა დაადგინოს, ამისთვის საგამოძიებო ორგანოებს გაცილებით მეტი მექანიზმი და რესურსი აქვთ. თუ გვინდა, რომ საკითხს ჰქონდეს უფრო მეტი პოლიტიკური ელფერი და შინაარსი, რაც ვფიქრობ, არის მთავარი მოტივიაცია ამ საკითხის ისევ დღის წესრიგში დაყენების, არ მგონია, რომ ეს იყოს სასარგებლო არც საქმისთვის, არც პროცესისთვის, არც თავად ამ ადამიანისთვის. ამიტომ ჩვენთვის მთავარია, გამოძიების ობიექტურად წარმართვის შედეგები მოვისმინოთ და ამაზე ვიმსჯელოთ, შემდეგი ეტაპი რა შეიძლება იყოს“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტი უახლოეს დღეებში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს. საუბარია საპარლამენტო უმცირესობის მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტზე, რომელიც მუხთარლიზე თავდასხმის, გატაცების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. უმცირესობამ დადგენილების პროექტი ჯერ კიდევ ივნისში წარადგინა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 615
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია