დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა
ავტორი:
2018/თებერვალი/12 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kvirikashvili2_05b50.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477733-giorgi-kvirikashvili-evroparlamentarebs-shekhvda.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა", "datePublished": "2018-02-12 08:04:12", "dateModified": "2018-02-12 08:04:12", "description": "პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kvirikashvili2_05b50.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებს განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და საშინაო რეფორმების მთავარი პრიორიტეტი, სწორედ ევროკავშირში ინტეგრაციაა.

„ევროპარლამენტარებმა ერთხმად გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიმართ და ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობაზე და გამოხატული მხარდაჭერისათვის დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესწრებოდა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 532
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია