დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"დემოკრატიული მოძრაობა" ჯანდაცვის სამინისტროს ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობით დაინტერესებას სთხოვს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/11 15:00:02
ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობა" ჯანდაცვის სამინისტროს ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებას თხოვს.
"თხოვნით მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, გამოიკვილოს ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვინაიდან მისი განცხადებები იძენს არაადეკვატურ ხასიათს. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს და, "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, დღეს პატიმრებიც ისეთივე სრულფასოვანი მოქალაქეები არიან, როგორც თავისუფლებაზე მყოფი პირები", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პარტიის საზოგაოდებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბაკურ ბაკურაძემ, ვანო მერაბიშვილის მიერ ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ განცხადებაზე კომენტირებისას.
ამასთან, ბაკურაძის შეფასებით, მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უბრალოდ "ბოდვაა".
"როგორც 26 მაისს შემოდიოდა "გრუ"-ს სპეცნაზი საქართველოში და მერე რუსთაველის პროსპექტს ვეღარ მოაგნო, რადგან თურმე ვანო მერაბიშვილის სპეცდანიშნულების რაზმების შეშინებია, ზუსტად ისე აპირებს ახლა ნინო ბურჯანაძე იმავე სცენარის გამეორებას. ადამიანი ბოდვებშია, გასაგებია - ის ფსიქოლოგიურად სერიოზულ სტრესს განიცდის. მინდა, ვურჩიო მას – შეირგოს ციხეში კარგ პირობებში ყოფნა, რადგან არ აწამებენ, არ აუპატიურებენ და შეეგუოს აზრს, რომ იქ წლების გატარება მოუწევს. რამდენად სარწმუნოა იმ ადამიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ორი მინისტრის სკამს ერთდროულად იკავებდა და ვერ განსაზღვრა ის საფრთხეები, რაც შეიძლებოდა საქართველოს წინასწარ წაგებულ ომში ჩართვით დამართნოდა, საქართველოს მოსახლეობისთვის გასაგებია", - აღნიშნა ბაკურაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" დაკავებული გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, "ნინო ბურჯანაძის ხელით რუსეთს თბილისში არეულობის მოწყობა აქვს განზრახული".
როგორც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მერაბიშვილის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული პროცესი არჩევნების გაყალბების საბაბით, 28 ოქტომბერს დაიწყება.
"ვილნიუსის სამიტის წინ, რუსეთმა უკვე გამოუცხადა სავაჭრო ომი უკრაინას და მოლდოვას და დაიყოლია სომხეთი საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე. საქართველოს ჯერი, როგორც ჩანს, 28 ოქტომბერს დადგება, როდესაც არჩევნების მეორე დღეს, გაყალბების საბაბით, ნინო ბურჯანაძის ხელით რუსეთს განზრახული აქვს თბილისში არეულობის მოწყობა, რაც დაახლოებით იქნება 26 მაისის სცენარის განმეორება. ამ მოვლენების გენერალური რეპეტიცია ნინო ბურჯანაძეს დაგეგმილი აქვს 24 ოქტომბერს", - ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 959
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია