დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ჩემი დეპორტაციის შესახებ დოკუმენტების პაკეტს ხელი მოაწერა
ავტორი:
2018/თებერვალი/10 22:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/saakashvili_7bb7c.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477622-mikheil-saakashvili-ukrainis-saimigracio-samsakhurma-chemi-deportaciis-shesakheb-dokumentebis-pakets-kheli-moatsera.html", "headline": "მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ჩემი დეპორტაციის შესახებ დოკუმენტების პაკეტს ხელ...", "datePublished": "2018-02-10 18:26:48", "dateModified": "2018-02-10 18:26:48", "description": "საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას მისი პოლონეთში ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/saakashvili_7bb7c.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას მისი პოლონეთში დეპორტაციის თაობაზე დოკუმენტები გამზადებული და ხელმოწერილი აქვს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, „განსხვავებულ აქცენტებში“ განაცხადა. სააკაშვილის აზრით, სწორედ მისი დეპორტაციის მიზნით აღარ მოითხოვა უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მის მიმართ შინაპატიმრობის გაგრძელება.

„უკრაინის პროკურატურამ უარი თქვა ჩემს შინაპატიმრობაზე, ჩემი აზრით სწორედ იმიტომ, რომ მოამზადონ ქვეყნიდან ჩემი დეპორტაცია. უფრო მეტიც, ჩემი ინფორმაციით, უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა, ხელი მოაწერა დოკუმენტების პაკეტს ქვეყნიდან ჩემი დეპორტაციის შესახებ, კერძოდ რეადმისიაზე, ანუ საიდანაც შემოვედი ისევ იქით გამიშვან, ისევ პოლონეთში. რა თქმა უნდა ერთი კაცის დეპორტაცია შეუძლებელი არ იქნება, თუ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ეს არც ადვილი არ იქნება. რა თქმა უნდა ეს შეიძლება საბოლოო ჯამში გააკეთონ კიდევაც, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ის სისტემა, რომელიც ჩვენ საქართველოში შევქმენით. ამ სისტემაში ხალხი ასეთ ბრძანებებს არ ასრულებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 571
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია