დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - სასამართლოს ნდობის დაკარგვის კვალობაზე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც თავისი ინტერესების მისაღწევად ქურდულ სამყაროს მიმართავს
ავტორი:
2018/თებერვალი/09 22:00:02
../photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/usufashvili2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477537-davith-usufashvili-sasamarthlos-ndobis-dakargvis-kvalobaze-izrdeba-im-adamianebis-rickhvi-romelic-thavisi-interesebis-misaghtsevad-qurdul-samyaros-mimarthavs.html", "headline": "დავით უსუფაშვილი - სასამართლოს ნდობის დაკარგვის კვალობაზე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც თავ...", "datePublished": "2018-02-09 18:11:53", "dateModified": "2018-02-09 18:11:53", "description": "სასამართლოს ნდობის დაკარგვის კვალობაზე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც თავისი ინტერესების მის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/usufashvili2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სასამართლოს ნდობის დაკარგვის კვალობაზე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც თავისი ინტერესების მისაღწევად ქურდულ სამყაროს მიმართავს, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოხდეს სასამართლო სისტემის რეფორმირება, რაც მის მიმართ ნდობის ხარისხს გაზრდის. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე სამართალდამცავ ორგანოებსაც აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მათ დღეს პოლიტიკური სისტემის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება არ შეუძლიათ.

„რაც არ უნდა დასჯადი იყოს ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობა, თუ სასამართლოს ნდობის ხარისხმა არ აიწია, არაფერი გამოგვივა. ეს გამართლება არ არის იმ ხალხის, ვინც ისვრის, ჭრის, ყაჩაღობს ან ქურდობს. უნდა გავიაზროთ, რომ ადამიანებისგან შედგება ჩვენი საზოგადოება და ადამიანებს გვახასიათებს იმ ტიპის სისუსტეები, რომელთა გამოვლენას ხელს უწყობს ასეთი მდგომარეობა. სამართალდამცავ სისტემას არ ძალუძს პოლიტიკური სისტემის მიერ გაფუჭებული საქმის გამოსწორება, სამართალდამცავ სისტემას ძალუძს პოლიტიკური სისტემის მიერ გაკთებული საქმის ბოლომდე მიყვანა“ , - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 512
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია