დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი კობახიძე - აფგან მუხთარლის განცხადებები არის ძალიან სამწუხარო და გარკვეულ ეჭვებს ბადებს
ავტორი:
2018/თებერვალი/09 20:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidze_d8cde.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477522-irakli-kobakhidze-afgan-mukhtharlis-ganckhadebebi-aris-dzalian-samtsukharo-da-garkveul-etcvebs-badebs.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - აფგან მუხთარლის განცხადებები არის ძალიან სამწუხარო და გარკვეულ ეჭვებს ბადებს", "datePublished": "2018-02-09 15:50:06", "dateModified": "2018-02-09 15:50:06", "description": "აფგან მუხთარლის განცხადებები არის ძალიან სამწუხარო და გარკვეულ ეჭვებს ბადებს. უნდა დაველოდოთ გამოძიე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidze_d8cde.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } აფგან მუხთარლის განცხადებები არის ძალიან სამწუხარო და გარკვეულ ეჭვებს ბადებს. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აფგან მუხთარლის საქმეზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე ისაუბრეს. „პარლამენტი ახორციელებს თავის საზედამხედველო ფუნქციებს ამ მიმართულებით. ჩვენ ველოდებით გამოძიების შედეგებს და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ამ საქმეს საბოლოოდ ნათელი მოეფინება. რაც შეეხება ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, ერთ-ერთ შეხვედრაზე გვქონდა საუბარი მუხთარლის საქმეზე. ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს საქმის გამოძიება, როგორ არის ამ ყველაფერში ჩართული პარლამენტი და ჩვენ იქაც გამოვთქვით იმედი, რომ საბოლოო ჯამში ეს გამოძიება წარმატებით დასრულდება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის განცხადებით, მისი გატაცება საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების გარეშე ვერ გადაწყდებოდა. გარდა ამისა, მუხთარლი ხელს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილსაც ადებს.


აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი თბილისში გასული წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალად ედება აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და კონტრაბანდა. აზერბაიჯანულმა სასამართლომ მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 517
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია