დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საკრებულომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა
ავტორი:
2018/თებერვალი/09 18:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/sakrebulo3.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477516-sakrebulom-binathmesakuthretha-amkhanagobebis-dafinansebis-tsesshi-shesatani-cvlilebebi-daamtkica.html", "headline": "საკრებულომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა", "datePublished": "2018-02-09 14:33:16", "dateModified": "2018-02-09 14:33:16", "description": "თბილისის საკრებულოს სხდომაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესში შესატანი ცვლილებები დ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/sakrebulo3.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის საკრებულოს სხდომაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, დეპუტატებს პროექტი თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა წარუდგინა. მან ახალი წესის სამი ძირითადი მიმართულება გამოყო. პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ მერია და გამგეობები ამხანაგობების მიერ წარდგენილ პროექტებს 100%-ით დააფინანსებენ. აქამდე არსებული წესით, ამხანაგობა ვალდებული იყო სამუშაოების 20%-ის ღირებულება თავად გადაეხადა.

კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, კომპანიები ტენდერების მიხედვით შეირჩევიან, რომლებიც დაფინანსებული პროექტების სამუშაოებს შეასრულებენ. მანამდე არსებული წესის მიხედვით, კომპანიებს თავად ამხანაგობების თავმჯდომარეები არჩევდნენ. მესამე საკითხი პროექტების დაფინანსებაში მოქალაქეთა მონაწილეობას გულისხმობს. კერძოდ, ამხანაგობა გამგეობის მიერ სრულად დაფინანსებული პროექტის 10%-ს თვითდაფინანსებისთვის გაიღებს. ეს თანხა ამხანაგობის ანგარიშზე იქნება და გამგეობასთან შეთანხმებით დაიხარჯება. ამასთან, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირები აღნიშნული თვითდაფინანსების გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

ახალი წესის ამოქმედებისთვის ამხანაგობების ხელახალი დარეგისტრირება მოხდება და მოსახლეობა ამხანაგობების თავმჯდომარეებს თავად აირჩევს.

საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ რამდენიმე კითხვა დასვა. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაინტერესდნენ ტენდერები რა სისტემით ჩატარდება და როგორ განისაზღვრება სამუშაოების ღირებულება.

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სულ 12 საკითხი განიხილეს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების წესში შესატანი ცვლილებების მიღების გარდა, დედაქალაქის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ ცვლილებები, თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები დაამტკიცეს. ასევე რამდენიმე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხი მიიღეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 551
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია