დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ზალკალიანი - რუსეთში საარჩევნო უბნები გარკვეული სირთულეების გამო არ გაიხსნება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/11 13:00:03
რუსეთის ფედერაციაში 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები იმიტომ არ გაიხსნება, რომ ეს რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა იმას, თუ რატომ არ იხსნება რუსეთში საარჩევნოდ უბნები.
ზალკალიანის განმარტებით, რუსეთთან ქართულ მხარეს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, ხოლო საარჩევნო უბნების გახსნა ძალიან ბევრ ორგანიზაციულ საკითხთან არის დაკავშირებული.
"გარდა ორგანიზაციული საკითხებისა, არის უასფრთხოების საკითხებიც. გარდა ამისა, ბოლო არჩევნები, რომელიც ჩატარდა რუსეთის ფედერაციაში, ეს იყო 2003 წელს და მაშინდელი ინფორმაციით მხოლოდ 5 000 კაცი იყო აღრიცხვაზე. საუბარი იმაზე, რომ მილიონობით ადამიანი ვერ მიიღებს მონაწილეობას, არარის სამართლიანი გამომდინარე იქედან, რომ მილიონამდე ქართველს რომელიც რუსეთში იმყოფება, იქედან ძალიან ბევრს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი აქვს. არჩევნებში მონაწილეობას კი მხოლოდ ის პირები იღებენ, ვისაც აქვს საქართველოს პასპორტი და იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, მაშინ როდესაც ქვეყანას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს, საკონსულოშიც ჰყავს მხოლოდ ორი წარმომადგენელი და ისიც შვეიცარიის სექცია ახორციელებს ამ ფუნქციებს, აქედან გამომდინარე ეს ძალიან ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული.
ზალკალიანის განცხადებით, დიპლომატიური ურთიერთობის არქონის პირობებში ამ პროცესებში აუცილებლად მოუწევდათ შესვლა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტში. გარდა ამისა, მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, არ იყო იმის გარანტიაც, რომ უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნებოდა.
"ამით არის ეს ყვალაფერი გამოწვეული და არანაირი სხვა მიზეზი ამის უკან არ არსებობს", - დასძინა დავით ზალკალიანმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1112
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია