დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე სენატორ ჯიმ რიშს შეხვდა
ავტორი:
2018/თებერვალი/08 12:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kobaxidze5_ce602.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477193-irakli-kobakhidze-senator-jim-rishs-shekhvda.html", "headline": "ირაკლი კობახიძე სენატორ ჯიმ რიშს შეხვდა", "datePublished": "2018-02-08 08:13:28", "dateModified": "2018-02-08 08:13:28", "description": "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სენატორ ჯიმ რიშს შეხვდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს”...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kobaxidze5_ce602.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სენატორ ჯიმ რიშს შეხვდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემები აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები იყო.

მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და მიღწეული პროგრესი განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩვენი ქვეყნის კონტრიბუციას და საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად კოორდინირებული ძალისხმევის მნიშვნელობას.

ირაკლი კობახიძემ სენატორს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. ჯიმ რიშმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 607
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია