დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძე „ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 25 წლისთავის“ აღსანიშნავი სახელმწიფო მედლით დააჯილდოვეს
ავტორი:
2018/თებერვალი/07 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/janelidze_1d0ae.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477008-mikheil-janelidze-yazakhethis-respublikis-damoukideblobis-25-tslisthavis-aghsanishnavi-sakhelmtsifo-medlith-daajildoves.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე „ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 25 წლისთავის“ აღსანიშნავი სახელმწიფო მედლით დ...", "datePublished": "2018-02-07 11:04:34", "dateModified": "2018-02-07 11:04:34", "description": "საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს საქართველოში ყაზახეთის რესპუბლ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/janelidze_1d0ae.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გულმირა სულთანალიმ „ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 25 წლისთავის“ აღსანიშნავი სახელმწიფო მედალი გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მიხეილ ჯანელიძეს ჯილდო ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის განკარგულებით, საქართველოს და ყაზახეთს შორის ორმხრივ თანამშრომლობაში განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.


უწყების ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყაზახეთის რეპუბლიკის პრეზიდენტს, საპატიო ჯილდოს მინიჭებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული 25-წლიანი მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები არის სწორედ ის მტკიცე საძირკველი, რომელსაც წარმატებული მომავალი თანამშრომლობა ეფუძნება.

ამასთან, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულთან გულმირა სულთანალისთან განართული შეხვედრის დროს მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებსა და 2018 წლის განმავლობაში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 550
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია