დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვატო შაქარაშვილი - ხშირ შემთხვევაში სიტუაციას მედია ძაბავს და საზოგადოებას არასწორი ინფორმაციები მიეწოდება
ავტორი:
2018/თებერვალი/07 09:30:03
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/shaqarishvilivato_72cb4.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/476906-vato-shaqarashvili-khshir-shemthkhvevashi-situacias-media-dzabavs-da-sazogadoebas-arastsori-informaciebi-mietsodeba.html", "headline": "ვატო შაქარაშვილი - ხშირ შემთხვევაში სიტუაციას მედია ძაბავს და საზოგადოებას არასწორი ინფორმაციები მიე...", "datePublished": "2018-02-07 04:48:14", "dateModified": "2018-02-07 04:48:14", "description": "ვარკეთილის მეტროში მომხდარი ნგრევის შედეგად დაზარალებულმა გიორგი საკარულმა და თბილისის საკრებულოს დე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/shaqarishvilivato_72cb4.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ვარკეთილის მეტროში მომხდარი ნგრევის შედეგად დაზარალებულმა გიორგი საკარულმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ვატო შაქარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ იკამათეს.

დეპუტატის განცხადებით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს დაზარალებულებს სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ. მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში სიტუაციას მედია ძაბავს და საზოგადოებას არასწორი ინფორმაციები მიეწოდება.

“მომხდარი დღიდან დღემდე, დაზარალებული ადამიანები უყურადღებოდ არავის დაუტოვებია. მთელმა სახელმწიფო მანქანამ აიღო პასუხისმგებლობა ამ ადამიანების სრულ რეაბილიტაციაზე, ყველა ხარჯზე“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ვატო შაქარაშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურა დაზარალებული გიორგი საკარული, რომლის განცხადებითაც, რომ არა მედიაში ატეხილი აჟიოტაჟი, დაზარალებულების მიმართ სათანადო ყურადღებას თბილისის მერია არ იჩენდა.

„სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დადგა მხოლოდ გუშინდელი სტატიის შემდეგ, როდესაც საზოგადოება აღშფოთდა. ბატონო ვატო, თქვენ უბრალოდ გინდათ ძალიან იოლად გამოხვიდეთ ამ ყველაფრიდან!“, - მიმართა გიორგი საკარულმა შაქარაშვილს.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სხვა დაზარალებულებიც მონაწილეობდნენ, რომელთა განცხადებითაც, ერთი კვირის განმავლობაში მათ არავინ დაკავშირებია. გადაცემაში მონაწილეობა მიიღო დიმიტრი ფაილოძემაც, რომელმაც ოპერაციის შემდგომი მკურნალობა ონლაინ სესხის მეშვეობით გააგრძელა.
PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 612
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია