დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კობა დავითაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატებს წინადადებით მიმართავს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/11 09:30:03
"ხალხის პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი კობა დავითაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატებს წინადადებით მიმართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ხალხის პარტიიდან" აცნობეს, კობა დავითაშვილი წინადადებით მიმართავს პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს, მოითხოვონ თანაბარ პირობებში გაიმართოს დებატები და თითოეულ კანდიდატს მიეცეს შესაძლებლობა სახელისუფლებო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილთან დებატების გამართვის.
"ეს შესაძლებელია, თუ გიორგი მარგველაშვილი, დებატებისთვის განკუთვნილი ორივე დღის მონაწილე იქნება", _ აცხადებენ პარტიაში.
ამასთან დაკავშირებით კობა დავითაშვილი "ხალხის პარტიის" ცენტრალურ ოფისში დღეს ბრიფინგს გამართავს. პრეზიდენტობის კანდიდატი, 17 და 18 ოქტომბერს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დაგეგმილ დებატების ფორმატთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1168
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია