დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სტრატეგიული დისკუსიის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე გორში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
ავტორი:
2018/თებერვალი/06 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/raqviashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/476763-strategiuli-diskusiis-farglebshi-erovnuli-usafrthkhoebis-sakithkhebze-gorshi-saerthashoriso-konferencia-mimdinareobs.html", "headline": "სტრატეგიული დისკუსიის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე გორში საერთაშორისო კონფერენცია მიმ...", "datePublished": "2018-02-06 11:14:37", "dateModified": "2018-02-06 11:14:37", "description": "საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზებით, გორის უნივერსიტეტში, ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/raqviashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზებით, გორის უნივერსიტეტში, სტრატეგიული დისკუსიის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

ღონისძიებაში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების თემის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობენ.

ღონისძიებაზე ეროვნულ უსაფრთხოებასთან და მედეგობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

"ჰიბრიდული ომი თავის სამიზნედ ყოველთვის ირჩევს ყველაზე სუსტ წერტილებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, ერთიანი ეროვნული მიდგომის ჩამოყალიბებით და ეროვნული მედეგობის გაძლიერებით, ამ სისუსტეების აღმოფხვრა და ასე შეწინააღმდეგება აგრესორთან. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, თუ როგორ შეიძლება გაიზომოს ეროვნული მედეგობა და გამოვლინდეს ის ძირითადი მახასიათებლები, რომელსაც ეყრდნობა ეროვნული მედეგობა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ისტორიაში არაერთხელ ყოფილა ქვეყანა განსაცდელის წინაშე და ყოველთვის საქართველოს გენეტიკაში იყო ის უნიკალური უნარი - ეროვნული მედეგობა, რის ხარჯზეც დღემდე მოვედით. ჩვენი ამოცანა იქნება ამას უფრო მეცნიერულად შევხედოთ, საგნობრივი და ხელშესახები გავხადოთ და ჩამოვაყალიბოთ პოლიტიკა", - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

სტრატეგიულ დისკუსიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც შეუერთდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 567
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია