დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაალ უდუმაშვილი - თბილისის გენგეგმა ყოველთვის „აქილევსის ქუსლი“ იყო, არც ერთი მერი არ ჩქარობდა მის მიღებას
ავტორი:
2018/თებერვალი/06 09:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/udumashvil.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/476651-zaal-udumashvili-thbilisis-gengegma-yovelthvis-aqilevsis-qusli-iyo-arc-erthi-meri-ar-chqarobda-mis-mighebas.html", "headline": "ზაალ უდუმაშვილი - თბილისის გენგეგმა ყოველთვის „აქილევსის ქუსლი“ იყო, არც ერთი მერი არ ჩქარობდა მის მ...", "datePublished": "2018-02-06 05:09:11", "dateModified": "2018-02-06 05:09:11", "description": "თბილისის გენგეგმა ყოველთვის „აქილევსის ქუსლი“ იყო, არც ერთი მერი არ ჩქარობდა მის მიღებას და ყველა ცდ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/udumashvil.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის გენგეგმა ყოველთვის „აქილევსის ქუსლი“ იყო, არც ერთი მერი არ ჩქარობდა მის მიღებას და ყველა ცდილობდა, შემდეგისთვის გადაებარებინა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, თბილისის გენერალური გეგმა დედაქალაქისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი. „აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ, რომ მისი ფართო განხილვები მოხდეს, რადგან უნდა ვიცოდეთ, საბოლოო ჯამში, რა დოკუმენტი მიიღოს დედაქალაქმა და როგორი იყოს ჩვენი ქალაქი უახლოესი წლების განმავლობაში. ეს ის დოკუმენტია, რომელსაც ვეღარ გადაუხვევ. იძულებული ხარ იმ ჩარჩოებში იყო მოქცეული, რომელსაც გენერალური გეგმა გთავაზობს, ამიტომ იყო ყოველთვის „აქილევსის ქუსლი“ თბილისის გენერალური გეგმა. არც ერთი მერი არ ჩქარობდა ამ გეგმის მიღებას და ყველა ცდილობდა, რომ შემდეგი მერისთვის გადაებარებინა, რადგან ზუსტად იმ ჩარჩოებში მოქცევა არც ერთ მერს არ უნდოდა, რასაც გენგეგმა დააწესებს“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, თბილისის გენგეგმას „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმაც კი უწოდეს და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ „პროცესი გაჭიანურებულიყო, რადგან თბილისის მერიას უბრალოდ არ აქვს სურვილი, რომ დოკუმენტი სწრაფად დაამტკიცოს“.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 584
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია