დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე - ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ჩემზე უკეთესი საპრეზიდენტო კანდიდატი გამოჩნდეს
ავტორი:
2018/თებერვალი/05 22:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAGVISTO/burjanadze_13d00.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/476632-nino-burjanadze-dzalian-etcvi-mepareba-rom-chemze-ukethesi-saprezidento-kandidati-gamochndes.html", "headline": "ნინო ბურჯანაძე - ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ჩემზე უკეთესი საპრეზიდენტო კანდიდატი გამოჩნდეს ", "datePublished": "2018-02-05 18:39:56", "dateModified": "2018-02-05 18:39:56", "description": "თუ გამოჩნდება საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც ერთი კრიტერიუმით მაინც უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, ვიდ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGVISTO/burjanadze_13d00.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თუ გამოჩნდება საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც ერთი კრიტერიუმით მაინც უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, ვიდრე ნინო ბურჯანაძე, მას მხარსაც დავუჭერ, - ამის შესახებ ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

„ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ჩემზე უკეთესი საპრეზიდენტო კანდიდატი გამოჩნდეს, უკაცრავად საზოგადოებასთან ასეთი არათავმდაბლური განცხადებისთვის, მაგრამ თუ გამოჩნდება ასეთი, რომელიც ერთი კრიტერიუმით მაინც უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, ვიდრე ნინო ბურჯანაძე, თქვენი ეთერის მეშვეობით პირობას ვდებ, რომ მე არავითარ შემთხვევაში არათუ კენჭს არ ვიყრი, არამედ მას მხარსაც დავუჭერ“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის განცხადებით, საკუთარ თავზე უკეთესად ის მიიჩნევდა უფრო გამოცდილ, უფრო კომპეტენტურ, უფრო კარგი კონტაქტების მქონე და უფრო გამბედავ კანდიდატს. „გამოცდილება, ცოდნა, კონტაქტები და გამბედაობა - ის თვისებები, რაც პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს. თუ თქვენ დამისახელებთ ადამიანს, რომელსაც ამ კრიტერიუმებიდან ჩემზე უკეთესი მონაცემები ექნება, მე ყველა შემთხვევაში დავუჭერ მას მხარს, რადგან ჩემს ქვეყანას დღეს სჭირდება გამოცდილი, კომპეტენტური პრეზიდენტი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 540
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია