დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ბაქრაძე - კონსულტაციებში მოვიაზრებთ ოპოზიციის პროდასავლურ ნაწილს, რომელიც არ იმართება ოლიგარქის მხრიდან და არ ასრულებს პუტინის შეკვეთას
ავტორი:
2018/თებერვალი/04 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/baqradzedavityriloba.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/476408-davith-baqradze-konsultaciebshi-moviazrebth-opoziciis-prodasavlur-natsils-romelic-ar-imartheba-oligarqis-mkhridan-da-ar-asrulebs-putinis-shekvethas.html", "headline": "დავით ბაქრაძე - კონსულტაციებში მოვიაზრებთ ოპოზიციის პროდასავლურ ნაწილს, რომელიც არ იმართება ოლიგარქი...", "datePublished": "2018-02-04 11:21:52", "dateModified": "2018-02-04 11:21:52", "description": "ჩვენ ღია ვართ კონსულტაციებისთვის, რომ შევძლოთ საერთო ენის გამონახვა სხვა პარტიებთან, რათა დამარცხდეს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/baqradzedavityriloba.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ ღია ვართ კონსულტაციებისთვის, რომ შევძლოთ საერთო ენის გამონახვა სხვა პარტიებთან, რათა დამარცხდეს ხელისუფლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განუცხადა.

ბაქრაძე იმედოვნებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან კონსტრუქციული დამოკიდებულება იქნება. მისივე განცხადებით, გაზაფხულზე დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე მნიშვნელოვანია ოპოზიციის გაერთიანება, კონსულტაციებში კი ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას იწვევს.

„ინტერპრესნიუსის“ მიერ დასმულ კითხვაზე, გაიმართება თუ არა კონსულტაციები „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მთავარი კრიტერიუმია პარტია იყოს პროდასავლური და არ ემსახურებოდეს ბიძინა ივანიშვილს.

„ჩვენ მზად ვართ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის, ბუნებრივია, კონსულტაციებში მოვიაზრებთ ოპოზიციის პროდასავლურ ნაწილს, ანუ იმ ნაწილს, რომელიც არ იმართება ოლიგარქის მხრიდან და ქვეყანაში არ ასრულებს პუტინის შეკვეთას. ჩვენ ღია ვართ კონსულტაციებისთვის, რომ შევძლოთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან საერთო ენის გამონახვა, რათა დამარცხდეს ხელისუფლება. იმედია, სხვა პარტიებისგანაც იქნება კონსტრუქციული დამოკიდებულება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 546
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია