დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია - არც ერთ შესყიდვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმალური შემადგენლობაც კი არ იკვეთება
ავტორი:
2018/თებერვალი/04 10:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/beselia_2f2d0.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/476379-eka-beselia-arc-erth-shesyidvasthan-dakavshirebith-siskhlis-samarthlis-danashaulis-formaluri-shemadgenlobac-ki-ar-ikvetheba.html", "headline": "ეკა ბესელია - არც ერთ შესყიდვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმალური შემადგენლობაც...", "datePublished": "2018-02-04 06:22:16", "dateModified": "2018-02-04 06:22:16", "description": "არც ერთ შესყიდვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმალური შემადგენლობაც კი არ იკვეთებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/beselia_2f2d0.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } არც ერთ შესყიდვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმალური შემადგენლობაც კი არ იკვეთება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ გუშინ პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც აუდიტის სამსახურის მიერ თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებში ჩატარებული შემოწმების ანგარიშებზე იმსჯელეს.

ბესელიას განცხადებით, 2013 წლამდე პერიოდთან შედარებით, უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი და დადებითი სურათია.

„ის პრობლემები, დარღვევები, ხარვეზები, რომელზეც აუდიტის სამსახური ამ უწყებებში 2013 წლამდე პერიოდში წერდა, დღეს აღმოფხვრილია. ანგარიშში რეკომენდაციების შესრულების კუთხით დადებითი დინამიკა და სურათია. არც ერთ შესყიდვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმალური შემადგენლობაც კი არ იკვეთება. მთლიანობაში ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია იმისთვის, რომ დაგვენახა ამ დადებითი დინამიკისა და ტენდენციების უფრო ღრმა შინაარსი. ამდენად ვფიქრობ, რომ ეს იყო საინტერესო მოსმენა“, - განაცხადა ბესელიამ.
ნდობის ჯგუფის სხდომას გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი და აუდიტის სამსახურის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 521
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია