დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი აბესაძე - მნიშვნელოვანია, რომ წლების წინ დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის მოსაზრებები მოვისმინოთ
ავტორი:
2018/თებერვალი/03 16:00:02
../photo/2015_02/0-00-MAISI-2016i/abesadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/476331-irakli-abesadze-mnishvnelovania-rom-tslebis-tsin-dafiqsirebul-darghvevebthan-dakavshirebith-thavdacvis-ministris-mosazrebebi-movisminoth.html", "headline": "ირაკლი აბესაძე - მნიშვნელოვანია, რომ წლების წინ დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით თავდაცვის მინ...", "datePublished": "2018-02-03 12:12:37", "dateModified": "2018-02-03 12:12:37", "description": "გენერალურ აუდიტორთან გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი დამოკიდებულება, რომ თავდაცვი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-MAISI-2016i/abesadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გენერალურ აუდიტორთან გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი დამოკიდებულება, რომ თავდაცვის სფეროში „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები ხშირ შემთხვევაში მცდარია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც აუდიტის სამსახურის მიერ თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებში ჩატარებული შემოწმების ანგარიშებზე იმსჯელეს.

ნდობის ჯგუფის სხდომას გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი და აუდიტის სამსახურის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

„ნდობის ჯგუფის ფარგლებში, გენერალურ აუდიტორთან გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი წინასწარი დამოკიდებულება, რომ თავდაცვის სფეროში „ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები ხშირ შემთხვევაში არის მცდარი და თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების გაცილებით უფრო ეფექტურად გამოყენება არის აბსოლუტურად შესაძლებელი. ამიტომ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ წლების წინ დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით მოვისმინოთ თავდაცვის დღევანდელი მინისტრის მოსაზრებები, რამდენად ეთანხმება ის იმ დარღვევებსა და ნაკლოვანებებს, რომელზეც აუდიტის სამსახური საუბრობს, რამდენად გამოსწორებულია ეს უწყებაში და რა ნაბიჯები გადაიდგმევა მომავალში იმისთვის, რომ ისედაც მწირი თანხები, რაც ქართულ შეიარაღებაზე იხარჯება, გამოყენებულ იქნას უფრო მეტად მიზანმიმართულად“, - განაცხადა აბესაძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 595
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია