დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, გაერო-ს ECOSOC-ის პრეზიდენტს შეხვდა
ავტორი:
2018/თებერვალი/03 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kiladze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/476315-saparlamento-delegacia-sofo-kiladzis-khelmdzghvanelobith-gaero-s-ecosoc-is-prezidents-shekhvda.html", "headline": "საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, გაერო-ს ECOSOC-ის პრეზიდენტს შეხვდა", "datePublished": "2018-02-03 10:14:21", "dateModified": "2018-02-03 10:14:21", "description": "საპარლამენტო დელეგაცია გაეროს ECOSOC-ის პრეზიდენტს, მარია შატარდოვას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kiladze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო დელეგაცია გაეროს ECOSOC-ის პრეზიდენტს, მარია შატარდოვას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს, განსაკუთრებით ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებზე. ამის შეასხებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის ცნობით, დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს ბოლო წლებში საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ასევე, მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას, რომლის მთავარი ფოკუსი სწორედ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგრადი განვითარებაა. შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს მიერ გაეროს დღის წესრიგი 2030-ის იმპლემენტაციის დადებით ტენდენციას. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის მოწვევის საფუძველზე, ქალბატონი მარია შატარდოვა 28-29 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას, დღის წესრიგი 2030 დაესწრება.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა. ვიზიტი ხორციელდება გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ელჩის კახა იმნაძის მხარდაჭერით.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 576
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია