დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბათუ ქუთელიამ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტი დატოვა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/10 17:30:02
ბათუ ქუთელიამ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტი დატოვა. არსებული ინფორმაციით, ბათუ ქუთელიამ საქართველო დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ”ინტერპრესნიუსს” უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, თამარ კინწურაშვილმა ეს ინფორმაცია დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ქუთელია ამერიკაში გააგრძელებს მუშაობას.  
ბათუ ქუთელია რამდენიმე წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი იყო. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ კი მას შემდეგ გადმოიყვანეს, რაც უშიშროების საბჭოს მდივნად გიგა ბოკერია დაინიშნა.
2008 წელს ბათუ ქუთელია თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტსაც იკავებდა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1203
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია