დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრეზიდენტი - არავითარი ინტრიგა არ არის, პარლამენტში ჩემი გამოსვლა ცოტა ხნით საერთაშორისო ვიზიტების გამო გადაიდო
ავტორი:
2018/თებერვალი/02 16:00:02
../photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/margvelashvilii-.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/476154-prezidenti-aravithari-intriga-ar-aris-parlamentshi-chemi-gamosvla-cota-khnith-saerthashoriso-vizitebis-gamo-gadaido.html", "headline": "პრეზიდენტი - არავითარი ინტრიგა არ არის, პარლამენტში ჩემი გამოსვლა ცოტა ხნით საერთაშორისო ვიზიტების გ...", "datePublished": "2018-02-02 12:12:40", "dateModified": "2018-02-02 12:12:40", "description": "აქ არავითარი ინტრიგა არ არის, საერთაშორისო ვიზიტების გამო გადაიდო პარლამენტში ჩემი გამოსვლა ცოტა ხნი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/margvelashvilii-.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } აქ არავითარი ინტრიგა არ არის, საერთაშორისო ვიზიტების გამო გადაიდო პარლამენტში ჩემი გამოსვლა ცოტა ხნით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლამდე დაელოდება თუ არა პრეზიდენტი ვეტოსთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ყოველწლიური გამოსვლა ვეტოსთან არ დაუკავშირებია.

"როგორც წესი, გამოსვლა არის პირველ სასესიო კვირაში, თუმცა ეს არ არის სავალდებულო. საქმე ის არის, რომ ჩვენ ახლა ძალიან ინტენსიური საერთაშორისო დღის წესრიგი გვაქვს. სწორედ რამდენიმე დღეში არის ჩემი ვიზიტი, შემდეგ სხვა ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტებია და აქედან გამომდინარე, ცოტა გადაიწია. აქ არავითარი ინტრიგა არ არის, ძალიან მალე დავიწყებთ კონსულტაციებს პარლამენტთან და შევთანხმდებით თარიღზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 621
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია