დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ ჯანელიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე - საქართველოს თავისი სუვერენული საგარეო პოლიტიკა გააჩნია
ავტორი:
2018/თებერვალი/02 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/janelidze_0fc14.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/476099-mikheil-janelidze-rusethis-sagareo-utsyebis-ganckhadebaze-saqarthvelos-thavisi-suverenuli-sagareo-politika-gaachnia.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე - საქართველოს თავისი სუვერენული საგარეო პოლიტიკ...", "datePublished": "2018-02-02 08:58:53", "dateModified": "2018-02-02 08:58:53", "description": "საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც თავისი სუვერენული საგარეო პოლიტიკა გააჩნია, - ასე გა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/janelidze_0fc14.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც თავისი სუვერენული საგარეო პოლიტიკა გააჩნია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე რუსეთის საგარეო უწყების შეშფოთებას შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან საქართველოს მზარდ სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

„ჩვენი არჩევანი ეფუძნება ქართველი ხალხის არჩევანს, რომ ვიყოთ ინტეგრირებული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, უზრუნველყოფილ იქნას მშვიდობა, სტაბილურობა, მეტი შესაძლებლობები რეგიონში მშვიდი განვითარებისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის - ამისკენ არის მიმართული ჩვენი ყველა ქმედება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რუსეთის მხარემ გამოხატა შეშფოთება შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან საქართველოს განგრძობადი მზარდი სამხედრო თანამშრომლობის გამო, რომელიც მოიცავს წვრთნებს, იარაღის მიწოდებას და სამხედროების მომზადებას. „აღინიშნა, რომ თბილისის ასეთი კურსი, ანტირუსულ კონფრონტაციულ ქმედებებთან ერთად საერთაშორისო ასპარეზზე, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების მხრივ არსებულ მიღწევებს საფრთხის ქვეშ აყენებს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 611
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია